LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაური-კობის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

36

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე  გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა.

გუდაურში ტურისტულ ობიექტებამდე გზა გაწმენდილია და დამსვენებლებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა და გზის წმენდა მიმდინარეობს  გუდაური-კობის (ჯვრის უღელტეხილის) როგორც პირველ  (კმ93-კმ99), ასევე   მეორე მონაკვეთზე (კმ100-კმ106).  დღეს,  დღის განმავლობაში გზა გაიწმინდება და მსუბუქ ავტომანქანებს ჯაჭვებით შეეძლებათ გადაადგილება,  ხოლო ხვალიდან აღნიშნულ გზაზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გატარებაც გახდება შესაძლებელი.