LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულარული სექსი მეხსიერებას აუმჯობესებს

81

კანადელმა სპეციალისტებმა სტაბილური ინტიმური ცხოვრების კიდევ ერთი დადებითი თვისება აღმოაჩინეს. როგორც აღმოჩნდა, რეგულარული სექსი მეტად სასიკეთოდ მოქმედებს მამაკაცის მეხსიერებაზე.

მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და 18-დან 29 წლამდე 80-მდე მამაკაცს ჯერ შემთხვევითი ფოტოები და ბარათზე დაწერილი სიტყვები აჩვენეს, მერე კი, მათი მეხსირერებაში აღდგენა შესთავაზეს. მათ, ვისაც რეგულარული ინტიმური ცხოვრება ჰქონდა, შესანიშნავად გაართვეს თავი დავალებას, დანარჩენებმა კი, ვერ შეძლეს მიღებული ინფორმაციის დიდი ნაწილის გახსენება.

მეცნიერების დასკვნით, სრულფასოვანი სექსულაური ცხოვრება ხელს უწყობს იმ ნერვიული უჯრედების გააქტიურებას, რომლებიც მეხსიერების მუშაობაზე აგებენ პასუხს, რადგან სექსის დროს გამოყოფილი ნეიროტრანსმიტერები და სიამოვნების ჰორმონები უშუალო მონაწილეობას ღებულობენ გონებისთვის სიგნალის ხარისხიანად და შეფერხების გარეშე მიწოდებაში.

კანადელი მეცნიერები ყველას და პირველ რიგში მამაკაცებს ურჩევენ ინტიმური ცხოვრების გააქტიურებას, რადგან მათი აზრით, რაც უფრო ინტენსიურია სექსი, მით უფრო ჯანსაღი იქნება ადამიანი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები