LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 პროდუქტი რომელიც სასურველია, რომ სექსის წინ მიირთვათ

779
Capture

ხამანწკები
ეს საკვები დატვირთულია თუთიით, რომელიც თქვენს ორგანიზმს ტესტოსტერონის გამომუშავებაში ეხმარება. ტესტოსტერონი არის ჰორმონი, რომელიც დიდ როლს თამაშობს თქვენს განწყობასა და სექსუალურ მისწრაფებებში.

ბროწეული
თუკი ისტორიას გადავხედავთ, ეს ხილი ყოველთვის ნაყოფიერებისა და სექსუალური სიძლიერის სიმბოლო იყო. აღმოჩნდა, რომ ამ ლეგენდაში გარკვეული სიმართლე ნამდვილად ურევია. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბროწეულის წვენი განწყობას, სისხლის მოძრაობას აუმჯობესებს და ტესტოსტერონის დონეს ზრდის.

შოკოლადი
ფაქტია, რომ შოკოლადი და რომანტიკა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. ტკბილი სიამოვნება სეროტონინის გამომუშავებასთანაა დაკავშირებული, ეს არის ჰორმონი რომელიც ბედნიერების და კეთილდღეობის განცდის წარმოქმნას უწყობს ხელს. განწყობის ამაღლებას თქვენი სექსუალური სურვილების გაზრდაც შეუძლია.

საზამთრო

ეს წვნიანი ხილი უამრავ ამინომჟავას შეიცავს. თქვენი სხეული აქცევს მას არგინინად, კიდევ ერთ ამინომჟავად, რომელიც ერექციული ფუნქციის გაუმჯობესება უწყობს ხელს.

ავოკადო

ავოკადო გულისთვის სასარგებლო ცხიმებითა და ბოჭკოებითაა მდიდარი. ის შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელსაც ექსპერტების თქმით, PMS სიმპტომების შემსუბუქება შეუძლია. ავოკადო ქალებს რომანტიკული განწყობის ამაღლებაში ეხმარება.

მარწყვი

მარწყვი ყველაზე რომანტიკული და საყვარელი დესერტია. ის მდიდარია C ვიტამინით, რაც სექსუალური ლტოლვის გაზრდას უწყობს ხელს, აძლიერებს სისხლის ნაკადს, შფოთსა და სტრესს კი პირიქით – ამსუბუქებს.

ყავა ან ჩაი
ეს სასმელები შეიცავენ კოფეინს, რაც ნერვულ სისტემას აძლიერებს. კოფეინს შეუძლია, რომ ერექციული დისფუნქციის რისკები შეამციროს. ყავა და ჩაი გაძლევთ ანტიოქსიდანტებს, რომელიც ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის აუცილებელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები