LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin ნახევარი საუკუნის წინანდელ მოდელს აღადგენს

79

კომპანია Aston Martin კლასიკურ სპორტქარს DB4 GT-ს აღადგენს, რომელიც 1959-1963 წლებში გამოდიოდა. სულ ბრიტანელები 25 ეკზემპლარს ააწყობენ და თითოეულის ღირებულება 1,9 მილიონი დოლარი იქნება.

ავტომწარმოებელი ორიგინალურ DB4 GT-ს ”თავისი დროის ნამდვილ სუპერქარს” უწოდებს. კუპეს სპორტული დებიუტი 1959 წელს, სილვერსტოუნის რბოლისას შედგა, სადაც კუპეს თავად სტირლინგ მოსი მართავდა და პირველი ადგილი დაიკავა.

სულ ოთხი წლის განმავლობაში ასტონ მარტინი DB4 GT-ის 75 ეგზემპლარს ააწყობს. დღეისათვის ასეთი მხოლოდ შვიდი მოდელია შემორჩენილი, რომელთაგან თითოეული საშუალოდ 3,8 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ავტომობილებს ქალაქ ნიუპორტ პაგნელში ააწყობენ, სადაც ავტომობილი 2007 წლის შემდეგ აღარ გამოუშვიათ.

სპორტქარს 3,7 ლიტრის მოცულობის ძრავი ენქბეა, რომელიც 340 ცხენის ძალას განავითარებს  და ოთხსაფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფს შეერწყმება. ავტომობილის მასა 1227 კილოგრამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები