LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანგრძლივი დასვენება ინტელექტს ამცირებს

63

სპეციალური კვლევის შემდეგ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ხანგრძლივი დასვენება თავისუფლად შეიძლება გახდეს გონებრივი აქტივობის შემცირების მიზეზი.

მეცნიერების კვლევაში რამდენიმე მოხალისე მონაწილეობდა, რომელთაც ჯერ შვებულებაში გასვლამდე გაიარეს IQ,-ტესტი, მერე კი, შვებულებიდან დაბრუნებულებმა. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ განმეორებითი ტესტირების დროს IQ, 10-12 პუნქტით შემცირდა.

მიღებული შდეგებიდან გამომდინარე, მეცნიერები გვირჩევენ, ხანგრძლივი შვებულების დროს მეტი დრო დავუთმოთ ინტელექტის განვითარებას. ამოვხსნათ კროსვორდები და თავსატეხები, წავიკითხოთ სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურა და თუ ინტელექტუალურ განვითარებას თუნდაც დღეში 15 წუთს დავუთმობთ, მაშინ დასვენების შემდეგ ჩვენი IQ თუ არ გაიზარდა, არ შემცირდება მაინც.

შეგახსენებთ, რომ IQ – ინტელექტუალური კოეფიციენტია, რომელიც ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს აფასებს. ამგვარი კოეფიციენტის საერთო მაშვენებელი კი, 90-იდან 110 ქულას აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები