LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ევროპული ქალაქები, რომელთა მონახულებაც უქმეებზე შეგიძლიათ

134
Smiling,Man,Taking,Selfie,Picture,In,London,,England,-,Young

თუკი მოგზაურობა ძალიან გიყვართ, შვებულებების პერიოდი კი ამისთვის არასდროს გყოფნით, მაშინ შეგიძლიათ პატარ-პატარა გასვლები უქმეებისთვის დაგეგმოთ ხოლმე.

სააგენტო Slot.Day-იმ ამ საკითხს მთელი კვლევაც მიუძღვნა და იმ ევროპული დედაქალაქების სიაც შეადგინა, რომელთა მონახულებაც 2024 წელს უქმეებზე საუკეთესო გადაწყვეტილება იქნებოდა.

ექსპერტთა აზრით, წლევანდელი სიის ლიდერები ლონდონი, პრაღა და სოფია არიან.

ბრიტანეთის დედაქალაქი გამორჩეული ღამის ცხოვრებითაა. სკოპიეში (ჩრდილოეთ მაკედონია), ტირანაში (ალბანეთი) და სოფიაში (ბულგარეთი), რომლებიც საუკეთესო ქალაქების ათეულში არიან, საცხოვრებელია ყველაზე ხელმისაწვდომი, რაც ამ დანიშნულებებს ძალიან ბიუჯეტურ და ხელმისაწვდომ ქალაქებად აქცევს.

რეიტინგის ავტორებმა ღამის დაწესებულებების რაოდენობაც გააანალიზეს და ყურადღება მიაქციეს TripAdvisor-ის რეიტინგებსაც, საბოლოო სიაც ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით შედგა.

1. ლონდონი
2. პრაღა
3. სოფია
4. სკოპიე
5. ტირანა
6. ბუქარესტი
7. ბელგრადი
8. ვარშავა
9. ბერლინი
10. სარაევო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები