LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში Tesla Model S-ის ყველა ელექტროქარსა და Ferrari-ის სუპერქარებს უკან გაიწვევენ

46

აშშ-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაციონალურმა ადმინისტრაციამ (NHTSA) იმ მოდელების სია შეავსო, რომლებსაც შესაძლოა იაპონური Takata-ს ფირმის უსაფრთხოების ბალიშების დეფექტი ჰქონდეთ. ბოლო მონაცემების მიხედვით, გაწვევას ექვემდებარება Ferrari-სა და McLaren-ის ახალი სუპერქარები და Tesla Model S-ის ყველა ელექტროქარი.

პოტენციურად გაუმართავი უსაფრთხოების ბალიშები აქვთ McLaren 570S-ებს და 2016-17 წლის ყველა Ferrari-ის, რომელიც აშშ-ში დაახლოებით 2 800 ეკზემპლარი გაიყიდა. გარდა ამისა, სარემონტოდ უნდა დაბრუნდეს 2017 წლის კაბრიოლეტი Audi R8, სუპერქარი Lexus LFA და 2012 წლის სამოდელო რიგის ჰიბრიდები Fisker Karma.

რაც შეეხება Tesla Model S-ს, გაწვევას 2012 წლიდან 2016 წლამდე გამოშვებული ყველა მოდელი ექვემდებარება.

პირველად Takata-ს ფირმის უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობაზე ცნობილი 2013 წელს გახდა. დეფექტმა მთელს მსოფლიოში მრავალი მილიონი ავტომობილის უკან გაწვევა გამოიწვია. მაგალითად 2015 წელს გასარემონტებლად 25 მილიონი ავტომობილი დაიბრუნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები