ფსიქოლოგები დაინტერესდნენ, თუ რამდენი ხანი შეუძლია ქალს ერთ პარტნიორთან ყოფნა. როგორც აქამდე მიიჩნეოდა, სუსტი სქესის წარმომადგენლები ერთფეროვნებით ძალიან მალე იღლებიან და ხშირ შემთხვევაში ურთიერთობას ამა თუ იმ მიზეზის გამო აგრძელებენ. სწორედ ამიტომ, ბრიტანელი სპეციალისტები დაინტერესდნენ, თუ რამდენ ხანში ქრება ქალის ინტერესი და ურთიერთობა ზედმეტ ტვირთად გადაიქცევა.
აღმოჩნდა, რომ ეს ურთიერთობის დაწყებიდან 5 წლის შემდეგ ხდება. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 5 წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს შორდება. ამ დროს უბრალოდ პირველი კრიზისი იწყება და ჰარმონიის დასაბრუნებლად გარკვეული ცვლილებებია საჭირო.