LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორი ეგოიზმი, ანუ როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი

376
IMG-4925

ცნობილი ფსიქოლოგებისა და სექსოლოგებისგან შემდგარი ჯგუფი მიიჩნევს, რომ საკუთარი თავის სიყვარული პატივისცემაზე გადის. საკუთარი თავის მიღება პატივისცემით იწყება, ის გვეხმარება შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში და სწორი ეგოიზმის ჩამოყალიბებაში.
საინტერესოა თუ რა არის ეგოიზმი, საკუთარი თავის სიყვარული და საიდან მოდის პატივისცემა.

ეგოიზმი
ეს სიტყვა ისე ჟღერს, თითქოს რაღაც საწყენია. როცა ადამიანებს ეგოისტებს უწოდებთ, ისინი მაშინვე თავის გამართლებას იწყებენ. არადა ამ სიტყვის საფუძველშია სიტყვა „ეგო“, რაც ლათინურიდან, როგორც „მე“ ანუ პიროვნება ითარგმნება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ამ სიტყვის უკეთ შესწავლისას მიხვდებით რომ მასში არანაირი ნეგატივი არ არის. არადა „ეგოიზმის“ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას საზოგადოება წლების განმავლობაში აყალიბებდა, ადამიანს საკუთარი თავის სიყვარულის გამო ერჩოდნენ. არადა საკუთარი თავის მიღებითა და დაფასებით დისკომფორტს ნამდვილად არ უნდა განიცდიდეთ.

საკუთარი თავის სიყვარული

ზრდასრული ადამიანის მიერ საკუთარი თავის მიმღებლობა პატივისცემით იწყება. ის თუ როგორ გამოიყურება თქვენი სხეული პირდაპირაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ცხოვრობთ, რამდენ დროსა და ენერგიას მოახმართ საკუთარ თავს.
თუკი ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ, მისი მოგვარება არ გადადოთ. როდესაც თქვენი ორგანიზმი საათივითაა აწყობილი საკუთარი თავისა და გარშემომყოფების მიღება უფრო ადვილი ხდება. ეს პუნქტი ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასაც აერთიანებს. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნერვებს და თუკი ამის საჭიროებაა, ფსიქოლოგსაც მიმართეთ. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა საკუთარი თავისა და სამყაროს ადეკვატურად მიღებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

სილამაზე

დიახ, მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა რომ ლამაზი იყოთ. თან, საკუთარი თავისთვის. მნიშვნელოვანია, მოგწონდეთ თუ როგორ გამოიყურებით და თუკი რამე არ მოგწონთ, გამოსწორებისთვის ძალისხმევა არ უნდა დაზოგოთ. სხეულის სილამაზე ეს არ არის ის რაც მოდაშია, არამედ ის რაც თქვენ ღირებულებებთან ჰარმონიაში იქნება.

სპორტი

არავინ გთხოვთ, რომ დარბაზში თავი მოიკლათ, თვითშეფასების ამაღლებაში მცირე ფიზიკური დატვირთვაც კი დაგეხმარებათ. სპორტი ხასიათს აყალიბებს, ენერგიებს აორმაგებს. სპორტი მოტივაციას გიქმნით, რომ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია გახდეთ.

სექსი

სექსი არის სწორი ეგოიზმის გამოსავლენად ერთ-ერთი გზა, სადაც საკუთარი თავის სიყვარულის გარეშე სიამოვნებას ვერ მიიღებთ. უხარისხო სექსი (სადაც თქვენს მოთხოვნილებებს ნაკლებად მნიშვნელოვნად თვლით) მის არქონაზე უარესია. თავისი სექსუალურობა ყველა ადამიანმა უნდა გამოავლინოს. ეს არის ემოცია, რომელიც საკუთარი თავის შეყვარებაში დაგეხმარებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები