LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს ამბავი: როდის, როგორ და რამდენი

914
336766681_796615855215817_1206221655036090290_n

თბილისის მეტროპოლიტენი 23 მოქმედი სადგურისგან შედგება. ვაჟა-ფშაველას გამზირის ბოლოში არსებული სადგური „უნივერსიტეტი” სულ ბოლოს შეემატა თბილისს.

თითქმის ყველა სადგური მიწისქვეშაა განთავსებული, მხოლოდ ორი მათგანი – „გოცირიძე“ (ყოფილი „ელექტროდეპო”) და „დიდუბე” ქმნიან 3 კმ-იან მიწისზედა უბანს.

სახელწოდება მეტროპოლიტენი ფრანგული სიტყვიდან „მეტროპოლიტაინ” წარმოიშვა, რაც სიტყვასიტყვით „მიწისქვეშა ქალაქს” ნიშნავს.

მეტროპოლიტენის სამშობლო ბრიტანეთის დედაქალაქი ლონდონია. ლონდონში პირველი მეტროსადგური პენინგტონსა და ფერინგტონს შორის 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა მეტროს დაბადების დღედ.

თბილისში მეტროსადგურის შექმნის იდეა XX საუკუნის შუა ხანებში გაჩნდა. მისი გახსნის დადგენილება 1951 წლის 29 სექტემბერს ყოფილი საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო. ერთ წელიწადში ჩამოყალიბდა თბილისის მეტრომშენის სამმართველო. პირველი შახტებისა და გადასარბენი გვირაბების მშენებლობას 1953 წელს ჩაეყარა საფუძველი. მეტროპოლიტენის დირექცია ჯერ კიდევ მისი მშენებლობის პერიოდში შეიქმნა 1962 წელს, ხოლო 1965 წელს ჩამოყალიბდა მეტროპოლიტენის სამმართველო და მისი დანაყოფები.

1966 წლის 11 იანვარს თბილისში გაიხსნა 6 მეტროსადგური: „რუსთაველი”, „მარჯანიშვილი”, „ვაგზლის მოედანი” (დღეს „სადგურის მოედანი“), „ოქტომბერი” (შემდგომში „ნაძალადევი” ეწოდა), „ელექტროდეპო“ (ამჟამად „გოცირიძე“) და „დიდუბე”.

მეტროპოლიტენი გახსნის დღიდანვე მგზავრების დიდ რაოდენობას ემსახურებოდა. 1967 წლიდან გაგრძელდა სადგურების მშენებლობა და ხაზი 4 კმ-ით გაიზარდა. მშენებლობა 1971 წელს დასრულდა და საერთო შემადგენლობას კიდევ 5 სადგური დაემატა: „ლენინის მოედანი” (დღეს „თავისუფლების მოედანი” ეწოდება), „ავლაბარი”, „300 არაგველი”, „ისანი” და „სამგორი”.

1979 წელს მეტროპოლიტენს დაემატა მეორე, საბურთალოს ხაზი.

1985 წელს ერთდროულად დაიწყო ფუნქციონირება კიდევ ორმა უბანმა „სამგორიდან” სადგურ „ვარკეთილამდე” და „დიდუბედან” სადგურ „გურამიშვილამდე” (დღეს ამ სადგურს „სარაჯიშვილი” ჰქვია). ამ უკანასკნელს 1989 წელს „ახმეტელის თეატრი” შეემატა.

2002 წელს მეორე ხაზზე კიდევ ერთი სადგური „ვაჟა-ფშაველა” გაიხსნა, შემდეგ კი „სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები