კომპანია Porsche-მ ხუთი მოდელი შეარჩია, რომელსაც ყველაზე შთამბეჭდავი ჟღერადობა აქვს. ავტომწარმოებელმა ვიდეორგოლი YouTube-ის საკუთარ არხზე განათავსა.
სიაში პირველი სპორტქარი 911 Carrera RS 2.7-ია, რომელიც 1970-იან წლებში შეზღუდული ტირაჟით გამოდიოდა. შემდეგ მოდის სარბოლო 550 Spyder, რომელიც 110 ცხენის ძალიანი ოპოზიტორი ძრავით არის აღჭურვილი. შემდეგი თანამდროვე 500 ცხენის ძალიანი კუპე 911 GT3 RS-ია, ხუთეულს კი ჰიბრიდი 918 Spyder და სუპექარი Carrera GT ასრულებენ, რომელიც 5,7 ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავით არის აღჭურვილი.
https://www.youtube.com/watch?v=8Bt5KzYdZtU