ანალიტიკურმა სააგენტო ”ავტოსტატმა” რუსეთის მსუბუქი ავტომობილების ავტოპარკი შეისწავლა. 2017 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით რუსეთში ყოველი მესამე ავტომობილი არის Lada. ამასთან, ყველაზე პოპულარული ავტომობილი არის Lada -2107.
2017 წელს რუსეთის გზებზე Lada 2107-ების რაოდენობა 1,75 მილიონ ავტომომობილს შეადგენს, მეორე ადგილი 1,67 მილიონი ერთეულით 2106-ს ერგო, სამეულს კი Lada 4×4 ასრულებს, რომელიც 1,16 ეკზემპლარი დაითვალეს.
საინტერერესოა, რომ Lada-ს გაყიდვები ევროპაში გაიზარდა და თებერვლის თვეში 346 ახალ მოდელს შეადგენს. ინფორმაციას ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციაზე (ACEA) დაყრდნობით ”ავტოსტატი” ავრცელებს. Lada-მ თებერვლაში გაყიდვებით კომპანია Chevrolet-ს აჯობა, რომელმაც ევროპაში მხოლოდ 140 ავტომობილის რეალიზაცია მოახერხა.
გერმანიაში თებერვლის ბოლოს Lada Vesta-ს გაყიდვები დაიწყო და მისი საწყისი ღირებულება 12 490 ევროა.