LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე Chevrolet Corvette-ის უიშვიათესი პროტოტიპი 13 მილიონ დოლარად გაიყიდება – ფოტო

104
1428x1428 (5)

აუქციონის სახლი RM Sotheby’s აგვისტოში გასაყიდად გამოიტანს 1963 წლის Chevrolet Corvette Grand Sport-ის ერთ-ერთ ყველაზე იშვიათ ეგზემპლარს, რომლის ღირებულება 11-13 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული.

თუ ავტომობილი ამ ფასად გაიყიდება, ის ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული Chevrolet Corvette გახდება.

შედარებისთვის, აშშ-ში ახალი Chevrolet Corvette-ის საწყისი ფასი დაახლოებით 70 000 დოლარია, რაც ნიშნავს, რომ ამ რარიტეტის ღირებულება 185 ახალი Corvette-ის ფასს უტოლდება.

Corvette Grand Sport ამერიკული ავტოსპორტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ პროექტად მიიჩნევა. ის ცნობილი ინჟინრის, ზორა არკუს-დუნტოვის, ხელმძღვანელობით შეიქმნა, რათა ტრასაზე კონკურენცია გაეწია Shelby Cobra-სა და Ferrari 250-ისთვის.

ინჟინრებმა ავტომობილი სრულიად გადაამუშავეს – გამოიყენეს ახალი ჩარჩო, მინაბოჭკოვანი ძარა, ხოლო ფოლადის მრავალი დეტალი ალუმინით ჩაანაცვლეს, რის შედეგადაც მანქანის წონა თითქმის ორჯერ შემცირდა.

პროექტი განსაკუთრებულია იმითაც, რომ General Motors-მა იმ პერიოდში ოფიციალურად უარი თქვა ავტოსპორტში მონაწილეობაზე, ამიტომ Grand Sport-ის პროგრამა ფაქტობრივად ფარულად, კერძო დაფინანსებითა და ქარხნის ოფიციალური მხარდაჭერის გარეშე განხორციელდა.

მიუხედავად ამისა, ავტომობილებმა რამდენიმე პრესტიჟულ რბოლაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის 1964 წლის „სებრინგის 12 საათში“, სადაც სწორედ ეს შასი მეორე ადგილზე გავიდა.

სულ მხოლოდ ხუთი პროტოტიპი აშენდა – სამი კუპე და ორი როდსტერი. გასაყიდი ავტომობილი ერთ-ერთი იმ სამი კუპედან არის, რომლებიც დღემდე შემორჩა.

2000-იან წლებში ამჟამინდელმა მფლობელმა ავტომობილის სრულ რესტავრაციას ოთხი წელი მოანდომა. შედეგად, მანქანა 1963 წლის ორიგინალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, ხოლო 6.2 ლიტრიანი V8 ძრავა, რომელიც ოთხი Weber-ის კარბურატორით არის აღჭურვილი, ისტორიული სპეციფიკაციების მიხედვით თავიდან აიგო და 600-ზე მეტ ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები