LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურთა პორტალმა 2017 წელს აუცილებლად სანახავი ქალაქების სია გამოაქვეყნა

36

თუკი მოგზაურობა თქვენთვის ურთიერთობაა და ყოველი ახალი ქვეყანა ახალ ნაცნობებთან ასოცირდება, მაშინ „Couchsurfing“-ის მიერ შედგენილი რეიტინგი სწორედ თქვენთვისაა. მოგზაურთა პორტალმა 2017 წელს აუცილებლად სანახავი ქალაქების სია გამოაქვეყნა. ექსპერტების აზრით, თითოეულ ამ ადგილს აქტიური ადგილობრივები ყავს და ისინი მზად არიან რომ მოგზაურებს უმასპინძლონ, გააცნონ კულტურა, ისტორია და მათთან ერთად თითო ჭიქაც დალიონ.

რეიტინგის პირველ ადგილს კი პერუს ქალაქი კუსკო იკავებს. რეგიონი ზღვის დონიდან 11,000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ცოტა არ იყოს ძნელად მისადგომია, თუმცა ეს სირთულე იქამდე მისულ არც ერთ ადამიანს არ უნანია. წარმოუდგენელია, რომ ვიწრო ქუჩები, მთიანი ლანდშაფტი თუ ფერადი მარკეტები – პირველივე დანახვისთანავე არ შეგიყვარდეს. აღსანიშნავია, რომ მეორე ადგილს ასევე პერუ და მისი ქალაქი არეკიპა იკავებს. ე.წ. „თეთრი ქალაქი“, რომელიც ულამაზესი ესპანური არქიტექტურითა და მდიდარი კულტურით გამოირჩევა. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს ირანი და მისი ქალაქი კაშანი ასრულებს. ეს ადგილი ისტორიისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის ნამდვილი ოცნებაა. უდაბნოში გაშენებული დასახლება ვიზიტორებს უნიკალური მარკეტებითა და მეჩეთებით იზიდავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები