LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრუკლინ ბექჰემმა პირველი ტატუ გაიკეთა

42

ბექჰემების უფროს ვაჟს, 18 წლის ბრუკლინს, როგორც ჩანს მამის მსგავსი გატაცება აქვს: მოზარდის სხეულზე, კერძოდ კი ხელზე, უკვე გაჩნდა პირველი ტატუ და ის ინდოელ ბელანდს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სვირინგი დევიდს წელზე აქვს გამოსახული.

ბრუკლინის ტატუს გაკეთების იდეას ყოფილი ფეხბურთელი აღფრთოვანებით შეხვდა და ვაჟიშვილი საყვარელ ოსტატთან, მარკ მაჰონისთან წაიყვანა.

ცნობილია, რომ დევიდისთვის სვირინგები თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მის სხეულზე არსებული გამოსახულებების დიდი ნაწილი ოჯახის ბედნიერებას უკავშირდება, ნაწილს კი სიმბოლურტი დატვირთვა აქვს და ამა თუ იმ პრობლემებზე მიუთითებს. ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია ბავშვებზე ძალადობის თემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები