LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-მა Vanquish S ”წითელ ისარს” მიუძღვნა

84

კომპანია Aston Martin-მა Vanquish S-ის ლიმიტირებულ პარტიაზე ისაუბრა, რომელიც საპილოტაჟო ჯგუფის Red Arrows-ის, ანუ ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალების საპატივსაცემოდ შექმნა. შეკვეთისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ათი ავტომობილი იქნება.

Aston Martin Vanquish S Red Arrows-მა მკვეთრი ცეცხლის ფერი შეფერილობა მიიღო, რომელიც თვითმფრინავების ფერს იმეორებს. ავტომობილზე ბრიტანეთის დროშა და სტილიზებული ისარია გამოსახული. რადიატორის ჩარჩო, ბამპერი და დისკები კი კონტრასტული თეთრი ზოლებით გააფორმეს.

სალონის ფერთა სქემამ ავტორების ჩანაფიქრით ”წითელი ისრის” პილოტების ზაფხულის ფორმა უნდა გაიმეოროს. სავარძლების თავის მისაყრდნობებზე 9 თვითმფრინავია ამოქარგული. კარებსა და იატაკზე კიდევ ერთი საპილოტაჟე ფიგურის ”Vixen Break”-ის გამოსახულებაა დატანებული (ამ დროს თვითმფრინავები ერთი მიმართულებით მიფრინავენ, შემდეგ სხვადასხვა მხარეს აგრძელებენ გზას).

ავტომობილთან ერთად შესაძლებელია შლემის Vanquish S Red Arrows-ის შეძენაც. ამასთან, კომპანია შეკვეთით სარბოლო კოსტიუმებს, ზაფხულის ქურთუკსა და ავტომობილისა და თვითმფრინავების 1:18 მასშტაბის მოდელებს ამზადებს.

სულ ასეთი ათი მოდელი აიწყობა, ერთი ავტომობილი კი სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.

შეგახსენებთ, სიახლის პრეზენტაცია საზეიმო ვითარებაში მოხდება, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი ბაზის Aston Martin-სთვის გადაცემისას გაიმართება. აღნიშნულ ტერიტორიაზე 2019 წელს მარკის პირველი ქროსოვერის წარმოება დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები