LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lincoln კლიენტებს პირად მძღოლსა და დამხმარეს შესთავაზებს

36

კომპანია Lincoln-მა კლიენტების მხარდამჭერი ორი ახალი პროგრამა დააანონსა. უახლოეს მომავალში ახალი ავტომობილების მყიდველები შეძლებენ პირადი მძღოლი და ყოველდღიური საქმეებისთვის დამხმარე გამოძახონ, ასევე შეეძლებათ ტესტდრაივი ”სახლში” შეუკვეთონ.

პირველ პროგრამას Lincoln Chauffeur ქვია, თავდაპირველად ის მხოლოდ მაიამიში სატესტო რეჟიმში იმუშავებს. პროგრამა დაკავებული ადამიანებისთვის არის განკუთვნილი: მარკის კლიენტები შეძლებენ გამოიძახონ ადამიანი, რომელიც მათ ავტომობილს წაიყვანს და არსით, მათი პირადი მძღოლი გახდება.

კლიენტს შეეძლება მძღოლს სთხოვოს წაიყვანოს აეროპორტში, რესტორანში და უკან, ბავშვები წამოიყვანოს სკოლიდან და ა.შ. სატესტო პერიოდის დასრულების შემდეგ მომსახურების ღირებულება სათში 30 დოლარი იქნება.

რაც შეეხება მეორე პროგრამას, მას At-Home Test Drives დაარქვეს და Lincoln-ის ახალი ავტომობილის ტესტდრაივისთვის შეკვეთას ითვალისწინებს. ფირმის თანამშრომელი ავტომობილს პოტენციურ კლიენტს მისთვის სასურველ ადგილზე მიუყვანს და პრეზენტაციას ჩაუტარებს. სავარაუდოდ, ეს მომსახურება უფასო იქნება. ამჟამად ის მხოლოდ დალასსა და ჰიუსტონშია ხელმისაწვდომი.

ეს ყველაფერი არ არის. 2017 წლის სამოდელო რიგის ”ლინკოლნების” მყიდველები შეძლებენ სერვის Pick Up & Delivery-ით ისარგებლონ. პაკეტი ავტომობილის მომსახურების გამარტივებას გულისხმობს. კლიენტის თხოვნით, ფირმის თანამშრომელს მასთან სხვა ავტომობილი მიჰყავს, კუთვნილი კი ტექმომსახურებაზე გადაყავს. სერვისის დასრულების შემდეგ კი კლიენტს ავტომობილს უკან უბრუნებს, ხოლო შემცვლელი ავტომობილი ცენტრში მიყავს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები