LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როტერდამში საცხოვრებლის ძებნის ანონიმური სერვისი ჩაეშვა, მიზეზი დისკრიმინაციის შემცირებაა

113
Capture

როტერდამის მერიამ შექმნა საიტი, საიდანაც სახლის დაქირავება ანონიმურადაა შესაძლებელი. მუნიციპალიტეტი იმედოვნებს, რომ სიახლე გამქირავებელთა მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტებს შეამცირებს.

ნიდერლანდური კანონის მიხედვით, საცხოვრებლის მეპატრონეებს არ აქვთ უფლება არენდატორი ისეთი ნიშნებით შეარჩიონ, როგორიცაა ნაციონალობა, სქესი ან რელიგია. თუმცა, პრაქტიკაში დისკრიმინაციის ეს ტიპი ძალიან აქტუალურია. სტატისტიკის მიხედვით, მოქირავნეებს რომელთაც უცხოური სახელი აქვთ, სახლებს 23%-ით უფრო ნაკლებად ანდობენ.

საიტზე რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება შემოსავლის, ოჯახის ზომის და სასურველი საცხოვრებლის ტიპის მითითება. მონაცემებს მკაცრად შეამოწმებენ და თუკი ყველაფერი სწორი იქნება, მომხმარებელს გზა ეხსნება.

გამქირავებელი აპლიკანტის სახელს ვერ ნახავს და მის პირადად გაცნობას მხოლოდ სახლის დათვალიერების დროს შეძლებს. იმ შემთხვევაში თუკი დისკრიმინაციის ფაქტი დაფიქსირდება, სისტემა მერიას შეატყობინებს და გამოძიება დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები