იაპონიაში ავტომობილთა ღირებულება მცირდება. მაგალითად, ამ აგვისტოს თვეში ფასები 6,9%-ით ნაკლები იყო ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. პანდემიის დროს მეორადი მანქანები ლამის ახლებზე უფრო ძვირიც კი ღირდა, რადგან ახლების ლოდინის დრო ძალიან იწელებოდა. ამჟამად კი რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ფასები იკლებს, თანაც საგრძნობლად.
ანალიტიკოსთა პროგნოზით გარბენის მქონე ავტომობილების ღირებულება იაპონიაში მომავალშიც დაიკლებს. საქმე ისაა, რომ 9 აგვისტომდე რუსეთი მეორადი იაპონური მოდელების გასაღების უდიდესი ბაზარი იყო, მასზე საზღვარგარეთ გატანილი ტრანსპორტის 20%-ზე მეტი მოდიოდა. ექსპორტის აკრძალვამ იაპონიის ბაზარზე მეორადი ავტომობილების რაოდენობა გაზარდა და შედეგად ფასებიც შემცირდა.