LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში სულ ახალი Dodge Challenger Hellcat დაიმტვრა

79

აშშ-ში Dodge Challenger Hellcat в B5 Blue დაამტვრიეს, მისი გარბენი სულ რაღაც 30 კილომეტრია. ახლა ავტომობილი სარესტავრაციოდ არის გადაყვანილი. არ ვრცელდება ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დაემართა სუპერქარს, თუმცა სავარაუდოდ მაშინ დაიმტვრა, როდესაც მასში მგზავრები არ ისხდნენ. ამ ვარაუდს ის ფაქტი ამყარებს, რომ უსაფრთხოების ბალიშები არ გახსნილა. ავტომობილი ან დაპარკინგებული იყო, ან შეჯახებისას მისი ტრანსპორტირება ხდებოდა. დამტვრეული Hellcat-ი გარეგნულად არც ისე კარგად გამოიყურება, თუმცა დიდი ალბათობით ძრავი დაზიანებული არ არის.

შეგახსენებთ, Dodge Challenger Hellcat-ის კაპოტ ქვეშ 6,2 ლიტრის მოცულობის ძრავია, რომელიც 707 ცხენის ძალას ავითარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები