LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Dodge ელექტრო სუპერქარი წარადგინა ბენზინის ძრავის ხმით

162
dodge

აშშ-ში წარადგინეს კონცეპტი Dodge Charger Daytona SRT, რომელიც სპორტქარ Challenger-ის ახალი თაობის პროტოტიპია. ამჟამინდელი მოდელის წარმოება 2023 წელს შეწყდება, ხოლო მემკვიდრემ ბენზინის ძრავის ნაცვლად ელექტროგამწევი უნდა მიიღოს.

კონცერნის პრეს-რელიზში ტექნიკურ მახასიათებლებს არ ახმაურებენ, თუმცა მწარმოებელთა თქმით, დინამიკური პარამეტრები იმაზე ნაკლები არ იქნება, ვიდრე მის ყველაზე მძლავრ თანამოძმეებს ჰქონიათ – 700 ცხენის ძალას აღემატება.
გარეგნულად კი კონცეპტი 60-იანი წლების Dodge Charger-ის სტილშია და თითქმის არ ჰგავს ჩვეულებრივ ელექტრომობილს.

კლასიკურ სპორტქარს რომ დამსგავსებოდა, მას გადაცემათა კოლოფის იმიტირება გაუკეთეს, გარდა ამისა, შეიქმნა აკუსტიკური სისტემა Fratzonic Chambered Exhaust, რომელიც 126 დეციბელამდე სიმძლავრის გამონაბოლქვის ხმას გამოსცემს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები