LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში ყველაზე ძვირად გაყიდული Dodge Viper – ფოტო

108
1428x1428

აუქციონზე duPont Registry გაიყიდა 2017 წლის სუპერქარი Dodge Viper, რომლის ფასმა 532 999 დოლარს მიაღწია. გამოცემა The Drive-ის ინფორმაციით, ეს არის ყველაზე მაღალი თანხა, რაც ოდესმე მსგავს მოდელში გადაუხდიათ.

ავტომობილის ასეთი მაღალი შეფასება დიდწილად მისი პრაქტიკულად ნულოვანი გამოყენებით აიხსნება – სუპერქარის გარბენი მხოლოდ 70 კილომეტრია, რის გამოც მას „დროის კაფსულას“ უწოდებენ.

კონკრეტული ეგზემპლარი წარმოადგენს ტრეკზე ორიენტირებულ ვერსიას Dodge Viper ACR-ს, რომელიც გამოირჩევა გაუმჯობესებული აეროდინამიკითა და მაღალი წარმადობის სამუხრუჭე სისტემით, მათ შორის Brembo-ს კარბონ-კერამიკული დისკებით.

მანქანის იშვიათობას კიდევ უფრო ზრდის დამატებითი პაკეტი Extreme Aero, რომელიც მოიცავს სხვადასხვა აეროდინამიკურ ელემენტს – ჰაერის არხებს, მოხსნად წინა სპლიტერს და მასიურ უკანა ანტიფრთას.

ასევე, ავტომობილი მონაწილეობდა ინდივიდუალური კონფიგურაციის პროგრამაში GTC, რის შედეგადაც უნიკალური დიზაინი მიიღო. მიიჩნევა, რომ მსოფლიოში არსებობს მხოლოდ ერთი მეხუთე თაობის Dodge Viper ქარხნული ეგზემპლარი ყვითელი ძარათი და შავი გრძივი ზოლით.

ტექნიკურად სუპერქარი აღჭურვილია 8.4 ლიტრიანი V10 ძრავით, რომელიც 654 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მუშაობს 6 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები