LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიუსელმა ტურისტთა დასაინტერესებლად აქტიური კამპანია დაიწყო (ვიდეო)

38

ბრიუსელმა ტურისტთა დასაინტერესებლად აქტიური კამპანია დაიწყო. გასულ წელს მომხდარი ტერაქტების შემდეგ, რომლებმაც ბელგიას საკმაოდ დიდი ზიანი მოუტანა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა რომ ტურიზმის გამოცოცხლების დრო დადგა. სწორედ ამიტომ, სააგენტო „Wunderman Brussels”-მა საერთაშორისო ინტერნეტკამპანია დაიწყო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების აეროპორტებში გაჩნდება ბანერები, რომლებიც მოგზაურებს ბრიუსელის მონახულებისკენ მოუწოდებს. ბელგიელების ელჩობას კი თავის თავზე სმურფები აიღებენ.

ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ პოპულარული ცისფერი კაცუნები ამ დავალებას თავს არაჩვეულებრივად გაართმევდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები