ჰონგ-კონგში ჩასულ ტურისტებს უჩვეულო პროგრამის Hong kong Night Treats-ის ფარგლებში გადასცემენ ფულად სერტიფიკატებს, რომელთა გამოყენებასაც ისინი საღამო ხანს კაფე-ბარების მონახულებისას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა China Morning post ავრცელებს.
როგორც ზუსტდება, პოპულარული აზიური ქალაქის ხელისუფლებამ სტუმრებისთვის ფულის გადახდა ღამის ცხოვრების გამოცოცხლებისთვის გადაწყვიტა. სერტიფიკატის ღირებულება 100 ადგილობრივი დოლარი იქნება და მთლიანობაში მილიონამდე ასეთი კუპონის გამოშვება იგეგმება. პროგრამაში 500-მდე რესტორანი და ბარი მიიღებს მონაწილეობას.
საინტერესო პროგრამა 2023 წლის ნოემბრიდან დაიწყება.