LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2017 წლის ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილები

83

წელს ავტომწარმოებლებმა მრავალი სიახლე წარმოადგინეს, რომელთა შორის საკმარისად არის მდიდრული და პრემიალური მოდელები. ევროპელმა საავტომობილო ექსპერტებმა იმ ავტომობილების რეიტინგი შეადგინეს, რომლებიც არა მხოლოდ მახასიათებლებით გამოირჩევიან, არამედ შთამბეჭდავი ფასითაც.

რეიტინგში საპატიო ადგილი იტალიურ სუპერქარს Lamborghini Huracan Performante-ს უჭირავს. მან ნიურბურგინგის ტრასაზე რრეკორდული დრო აჩვენა. ის აღჭურვილია 5,2 ლიტრის მოცულობის V10 ძრავით, რომელსაც 640 ცხენის ძალის გენერირება შეუძლია. სუპერქარის ფასი 232 000 ევროა.

ასევე, არ შეიძლება არ აღინიშნოს მდიდრული ყველგანმავალი Mercedes-Maybach Landaulet G650, რომელის სახალხო პრემიერაც ჟენევის ავტოსალონზე შედგა. სიახლე გაყიდვაში შემოდგომაზე გამოჩნდება და მისი ტირაჟი მხოლოდ 99 ერთეულია. მათგან თითოეულის ფასი 400 000 ევროა.

ბრიტანულმა კომპანია Rolls-Royce-მა განსაკუთრებული Ghost შექმნა, რომლის ძარაც ნამდვილი ბრილიანტებით არის გაწყობილი, ამიტომ მისი ფასი 300 000 დოლარია.

რეიტინგში ასევე დასახელდნენ: Ferrari 812 Superfast, რომელიც 320 000 ევრო ღირს, 210 000 დოლარად შეფასებული McLaren 720S და ასევე 300 000 დოლარიანი Lamborghini Aventador S.