LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ რონალდოს ბრალი წაუყენა: რა უყავი ბიჭო ფული

49

მადრიდის პროკურატურამ მადრიდის „რეალის“ სუპერვარსკვლავ კრიშტიანო რონალდოს გადასახადების დამალვის გამო ბრალი წაუყენა. პორტუგალიელმა 2011-2014 წლებში 14,7 მილიონი ევრო არ გადაიხადა.

გამოძიება ამბობს, რომ რონალდომ 2010 წელს სააქციო საზოგადოების მაგვარი სტრუქტურა შექმნა და ის გამოიყენა, ესპანეთში დაგროვებული მოგება რომ დაემალა.

გასულ დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდომ 150 მილიონი ევროს ოდენობის გადასახადები დამალა. ამაში კი თავისი ცნობილი აგენტი
ჟორჟე მენდეში გამოიყენა და, როგორც ასეთ დროს ხდება, ფულები ოფშორულ ზონებში წავიდა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ანალოგიური პრობლემა შეექმნა რონალდოს მთავარ კონკურენტს ლიონელ მესის, რომელსაც 2-წლამდე პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი და ბიუჯეტში ფულის შეტანაც დაევალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები