მსოფლიოში ყველაზე მშვიდი ქვეყანა ისლანდიაა. ქვეყანამ World Peace Index-ის მთავარი ჯილდო წელს უკვე მე-11-ედ მოიპოვა. ყველაზე წყნარ ქვეყანათა რეიტინგი ბრიუსელში გამოქვეყნდა და მასში სულ 163 სახელმწიფო მონაწილეობდა. საუკეთესოთა შორის საუკეთესოს გამოსავლენად კი ექსპერტებმა მრავალი ფაქტორი, მათ შორის კრიმინალური სიტუაცია და მოსახლეობის განწყობაც გაითვალისწინეს.
აღსანიშნავია, რომ ბელგია, რომელიც წინა წლებში ყოველთვის ლიდერ პოზიციაზე იყო ხოლმე, წელს მხოლოდ მე-19 ადგილზე გავიდა, რაც ევროპაში ტერორიზმის საფრთხეებთანაა დაკავშირებული. კვლევაში ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური პუნქტიც კი იყო გამოყოფილი.
აღმოჩნდა, რომ ევროპაში ტერორიზმის გამო გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობა 2007 წლის შემდეგ 900%-ით გაიზარდა. ყველაზე მეტად კი თურქეთი, საფრანგეთი და ბელგია დაზარალდნენ.