LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველმა რუსი ნოკაუტში ჩააგდო

42

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში RCC Boxing Promotions მიერ ორგანიზებული Big Drama Show 2 გაიმართა.

ღია ცის ქვეშ ჩატარებული კრივის ტურნირის ერთ-ერთი შეხვედრა მძიმე წონაში ადგილობრივ ანტონ დრიუჩინსა და ქართველ თორნიკე პურიჭამიაშვილს შორის გაიმართა.

დაპირისპირების ბედი პირველი რაუნდის ბოლოს გადაწყდა, როდესაც ქართველმა მეტოქე ჯერ ნოკდაუნში ჩააგდო, რის შემდეგაც მისი უპირატესობა იმდენად დიდი იყო, რომ რეფერიმ ბრძოლა შეწყვიტა და 26 წლის პურიჭამიაშვილმა ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები