LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმბოლური ბიჭები: რუსეთში ქართველები დააფასეს

48

რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ქართველი ფეხბურთელი მოხვდა – ოღონდ, სხვადასხვა გამოცემის ვერსიით.

გიორგი ჭანტურია საუკეთესო თერთმეტეულში Sport-express.ru-ს ვერსიით მოხვდა, რომელმაც მას 6.5 ქულა დაუწერა: “შევიდა მოედანზე და მალევე ეკატერინბურგის “ურალს” გამარჯვება მოუტანა “დინამოსთან” მატჩში”, – წერს გამოცემა.

რაც შეეხება სოლომონ კვირკველიას, იგი სიმბოლურ ნაკრებში Championat.com-ის ვერსიით შეიყვანეს. აი, რას წერს ვალერი გაზაევი ქართველის შესახებ:

“კიდევ ერთხელ გამორჩეული იყო თავის პოზიცია. კვირკველია სრულფასოვანი მოთამაშეა”, – ასე შეაფასა კვირკველიას თამაში გაზაევმა.

შეგახსენებთ, გიორგი ჭანტურია ფეხბურთს 8 თვის შემდგომ დაუბრუნდა და მოსკოვში, “დინამოს” 89-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა, ხოლო კვირკველიას “ლოკომოტივმა” ცსკა სტუმრად დაამარცხა – 3:1. აღსანიშნავია, რომ სოლომონი სიმბოლურ ნაკრებში პირველ ტურშიც მოხვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები