LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Prius „მწვანე“ ავტომობილების რეიტინგის ლიდერია

78

ამერიკულმა გამოცემა motor1-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2017 წლის აგვისტოს თვის ჩათვლით მსოფლიო საავტომობილო ბაზარზე 103 000 ახალი ჰიბრიდული და სრულიად ელექტრო ავტომობილის რეალიზაცია მოხდა.

ტოპ ათეულის უცვლელი ლიდერი და ყველაზე პოპულარული „მწვანე“ ავტომობილი ისევ Toyota Prius Plug-In-ია. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამა წლის აგვისტოში, ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების რეალიზაცია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ელექტრო ავტომობილების რეალიზაციას, 2017 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში გასული წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით ის 47%-ით გაიზარდა. ყველაზე პოპულარული ელექტროფიცირებული ავტომობილი Toyota Prius Plug-In გახდა, რომელიც 35 000 კლიენტმა შეიძინა. მეორე პოზიცია 33 455 გაყიდული ავტომობილით Nissan Leaf-მა დაიკავა, ლიდერთა სამეულს კი Tesla Model S სრულებს, რომელიც 31 630-იანი ტირაჟით გაიყიდა.

ყველაზე პოპულარული „მწვანე“ ავტომობილების ტოპ ხუთეულში ასევე BAIC EC180 და Tesla Model X მოხვდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები