Tesla-მ ოფიციალურად დაასრულა Tesla Model S-ისა და Tesla Model X-ის წარმოება. კომპანიამ ბოლო ავტომობილების ფოტოებიც გაავრცელა.
ორივე მოდელი კალიფორნიის ქალაქ ფრიმონტში მდებარე ქარხანაში იწარმოებოდა. Model S ბაზარზე 14 წლის განმავლობაში იყო, ხოლო Model X – 11 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში Tesla-მ ჯამში დაახლოებით 750 000 ასეთი ელექტრომობილი გამოუშვა.

კომპანიის განცხადებით, ამ მოდელებს პირდაპირი მემკვიდრეები არ ეყოლებათ. გათავისუფლებული საწარმოო ხაზები კი ჰუმანოიდი რობოტების – Tesla Optimus-ის წარმოებას დაეთმობა. Tesla ვარაუდობს, რომ ქარხანა წელიწადში მილიონამდე ანდროიდის აწყობას შეძლებს, ხოლო სერიული წარმოება უკვე ზაფხულში დაიწყება.

წარმოების დასრულებამდე კომპანიამ Model S-ისა და Model X-ის სპეციალური სერიაც გამოუშვა. ლიმიტირებული ვერსიები ათას ცხენისძალიან Plaid მოდიფიკაციებზე იყო დაფუძნებული და ექსკლუზიურ დიზაინთან ერთად ყველა შესაძლო ოფციას მოიცავდა.