LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Aventador-ის შეღებვას 170 საათი დასჭირდა

108

იტალიურმა მარკამ ტოკიოში Lamborghini Day-ზე როდსტერ Aventador S-ის განსაკუთრებული ვერსია ჩაიყვანა. ავტომობილის შეღებვაზე ათი სპეციალისტი 170 საათის განმავლობაში მუშაობდა. სპეც-ვერსიის ტირაჟი მხოლოდ ხუთი ერთეულით შემოიფარგლა.

სიახლე – Aventador S Roadster 50th Anniversary Japan იაპონიის ბაზარზე მარკის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. როდსტერი ერთ-ერთია იმ ხუთი მოდელიდან, რომელიც იაპონური კულტურის ელემენტებს იმეორებს: მიწა, წყალი, ცეცხლი, ქარი და ცა.

სპეცვერსია Aventador S-ის კონცეფცია განყოფილება Ad Personam-მა შეიმუშავა. ხუთი მოდელიდან თითოეულისათვის უნიკალური საღებავი შეიქმნა, მაგალითად წყლის სიმბოლოს მატარებელი ატომობილისთვის ეს ფერი ლურჯიდან შავშია გარდამავალი.

სუპერქარის სალონის გასაწყობად შავი ტყავი გამოიყენეს. ნაკერების ფერი კი ძარის ფერის იდენტურია. სალონის უკანა ნაწილში დამაგრებულია დაფა, სადაც იაპონური წყლის სიმბოლოა გამოსახული.

Lamborghini Aventador S-ის სახალხო დებიუტი სექტემბერში, ფრანქფურტის ავტოსალონზე შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები