LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჩარდ ბრენსონმა კოსმოსის ბილეთების გაყიდვა დაიწყო

50

რიჩარდ ბრენსონმა კოსმოსის ბილეთების გაყიდვა დაიწყო და პირველი 900 ტურისტიც შეაგროვა. სააგენტო „TACC“-ის ინფორმაციით, კომპანია Virgin Galactic-მა კოსმოსური ტურისთვის მოსამზადებელი პირველი ეტაპი უკვე დაასრულა და რამდენიმე რეისის ბილეთები უკვე გაყიდულია.

შეგახსენებთ, რომ კოსმოსის მონახულების ბილეთი 250 ათასი დოლარი ღირს, თუმცა როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, დროის გასვლის შემდეგ ფასი ცოტა დაიკლებს. რაც შეეხება იდეის ავტორს, ბიზნესმენ ბრენსონს, მისი განცხადებით ახალი ერა სულ რამდენიმე თვეში დაიწყება. ტურისტულმა ხომალდმა სატესტო ფრენა წარმატებით განახორციელა და ხალხის გადასაყვანად ის სრულიად ვარგისია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები