LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის სექსუალური მღვდლების კალენდარს 20 წელი უსრულდება

146
DZTCTCDOQFGRJOAPS32YXCYUVQ

მომავალ წელს ყოველწლიურ კალენდარს, სადაც რომაელი მღვდლები მათთვის უჩვეულო ფორმატში არიან ასახული, 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამის შესახებ El Pais წერს.

უჩვეულო კალენდარი 2010-იან წლებში ყველაზე პოპულარული და ცნობადი რომაული სუვენირი იყო. თითოეულ ნომერში თავმოყრილია 12 ცალი შავ-თეთრი ფოტო, სადაც განსაკუთრებით მიმზიდველი კათოლიკური წრის წარმომადგენლები არიან გადაღებული.

კალენდრის შემქმნელები ახერხებდნენ, რომ წლების განმავლობაში იტალიაში 75 ათასზე მეტი ეგზემპლარი გაეყიდათ. მათი აზრით, ლამაზი მღვდლების კულტში არაფერი უჩვეულო არ არის. „ახალგაზრდა და ლამაზი სახე – საუკეთესო გზაა პროდუქტის მიმზიდველობის გასაზრდელად. ჩვენი მიზანი საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღების მიქცევაა“, – უთხრა კალენდრის ავტორმა El Pais-ს.

სპეციალისტის აზრით, ტურიზმის ხარისხი ყოველწლიურად უარესდება და ბევრმა მოგზაურმა საერთოდ არ იცის თუ სად იმყოფება. კალენდრის დახმარებით კი ისინი უკეთ გაიაზრებენ თუ სად ატარებენ შვებულებას და რით არიან გარშემორტყმულნი.

ვატიკანმა თავიდანვე დააზუსტა, რომ კალენდართან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ეს კერძო ინიციატივა იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა კალენდარს წმინდა პეტრეს მოედანსა თუ სხვა მნიშვნელოვან ადგილებში უპრობლემოდ ყიდიან.

კალენდრის შეძენა ოფიციალურ საიტზეცაა შესაძლებელი და ფასი დაახლოებით 10 ევროა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები