LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომში „ჭკვიანი“ შუქნიშნები ამოქმედდა – სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში წითელი შუქი ირთვება

110
adli-shuaipi

რომში დაიწყეს „ჭკვიანი“ შუქნიშნების მონტაჟი, რომლებიც ავტომატურად რთავენ წითელ სიგნალს, თუ მძღოლი სიჩქარეს აჭარბებს. ქალაქის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება საგზაო შემთხვევების რაოდენობას შეამცირებს და უსაფრთხოებას გაზრდის.

სისტემა შემდეგნაირად მუშაობს –  შუქნიშნებზე დამონტაჟებულია ახალი თაობის სენსორები, რომლებიც ავტომობილის სიჩქარეს 150-300 მეტრით ადრე ზომავს, ვიდრე მანქანა გზაჯვარედინს ან ქვეითთა გადასასვლელს მიუახლოვდება. თუ დაფიქსირდა გადაჭარბებული სიჩქარე, რამდენიმე წამში შუქნიშანი წითელ სიგნალზე გადადის.

სპეციალისტების თქმით, „ჭკვიანი“ შუქნიშნები არა მხოლოდ მოძრაობას გახდის უფრო უსაფრთხოს, არამედ საწვავის მოხმარების შემცირებასაც შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ გამონაბოლქვის შემცირებას ნიშნავს.. რაც უფრო მაღალია სიჩქარე, მით მეტ საწვავს მოიხმარს ავტომობილი.

ქალაქში სიახლეები მხოლოდ მძღოლებს არ ეხება. გადაწყვეტილებები მიღებულია ასევე უყურადღებო ქვეითებისა და ველოსიპედისტებისთვისაც – გადასასვლელებზე წითელი სიგნალი ახლა დამატებით გამოისახება პირდაპირ „ზებრაზე“, რათა ის იმ ადამიანებმაც შეამჩნიონ, რომლებიც მოძრაობისას სმარტფონებს უყურებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები