გუშინ, 5 თებერვალს კრიშტიანო რონალდოს დაბადების დღე იყო. დიადი პორტუგალიელი 33 წლის გახდა. გუშინ მსოფლიო ფეხბურთის ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზიის მქონე ბიჭის დაბადების დღეც იყო – ნეიმარზე ვამბობთ. მოკლედ, 5 თებერვალი მაგარი ფეხბურთელების დღეა. მათ გარდა, კიდევ ბევრი კარგი ფეხბურთელის დღეობაა, რომელთაგანც მშვენიერი გუნდი შეიკრებოდა.
ჩეზარე მალდინი – ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი და მწვრთნელი
სტეფან დე ვრი – ჰოლანდიელი მცველი, ლაციო
ვედრან ჩორლუკა – ხორვატი მცველი, მოსკოვის ლოკომოტივი
ჯოვანი ვან ბრონხორსტი – ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი, უთამაშია „ბარსელონაში“
გეორგი ჰაჯი – ვეტერანი რუმინელი ფეხბურთელი (კარპატელი მარადონა), უთამაშია „რეალსა“ და „ბარსელონაში“
იესპერ ბლუმკვისტი – შვედი ფეხბურთელი, უთამაშია „მილანსა“ და „მანჩესტერში“
კარლოს ტევესი – არგენტინელი ფეხბურთელი, უთამაშია „მანჩესტერ სიტიში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „იუვენტუსში“
ნეიმარი – ბრაზილიელი ფეხბურთელი, 26 წლის, პსჟ
კრიშტიანო რონალდო – პორტუგალიელი ფეხბურთელი, 33 წლის, რეალი