LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიელმა მოდელმა თქვა, როდის დაწვა ნეიმართან: ამტკიცებს, რომ მესისაც უნდოდა

141
403848118-3361402964082099-76949

მოდელი ფერნანდა კამპოსი ამტკიცებს, რომ ღამე ნეიმართან ერთად გაატარა სან პაულოს „მდიდრულ ბინაში“. ეს მოხდა შეყვარებულთა დღის წინ, რომელსაც ბრაზილიაში ივნისში აღნიშნავენ.

ფერნანდა დარწმუნებული იყო, რომ ნეიმარი დაშორდა ბრუნა ბიანკარდის და ამიტომ დაიწყო მასთან ურთიერთობა. მომდევნო დღეს მან ნახა ნეიმარისა და ბიანკარდის ერთობლივი ფოტო და მიხვდა, რომ ისინი ჯერ კიდევ ერთად იყვნენ.

კამპოსი ასევე მიიჩნევს, რომ მასთან სექსი მესისაც სურდა. გოგონა ამბობს, რომ ლეომ ინსტაგრამზე მისი სთორი მოიწონა, მანაც სანაცვლოდ მესის ფოტოს დაუწერა მოწონება. ეს ურთიერთლაიქები იქამდე მივიდა, რომ მესი, კამპოსის თქმით, დაინტერესდა სად და როდის შეიძლებოდა შეხვედრა.

ფერნანდას არ აუხსნია, რატომ შემოიფარგლა ყველაფერი მიმოწერით და ამ ისტორიის ნამდვილობაში ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა.

ისე, ბრაზილიელები ბოლო დროს მესის მაგრად ერჩიან. არც თუ დიდი ხნის წინ, ბრაზილიელებმა დაწერეს, რომ მესი ცოლს ღალატობს.

მესიმ ცოლს უღალატა და შორდებაო: ძმაკაცის ცოლმა, რა სისულელეაო

ფოტო: ბრაზილიელებმა ჭორი ააგორეს მესი ცოლს სოფიასთან ღალატობსო – ვინ არის ეს გოგო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები