LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალტაზე Subaru-ს მიტოვებული სალონი იპოვეს, სადაც 90-იანი წლების ავტომობილები იმყოფებიან

95

ბლოგ Caraddiction-ის ავტორმა გამოაქვეყნა კუნძულ მალტაზე, Subaru-ს სადილერო ცენტრში გადაღებული ფოტოები. შოუ რუმში ძველი Impreza, Justy და წარმოებიდან მოხსნილი სრულამძრავიანი კუპე XT ინახება. ავტომობილებზე ფასები მალტურ ლირებშია მითითებული, თუმცა აქ ვალუტა ევროზე 2008 წელს შეიცვალა.

საიტის ინფორმაციით, სადლერო ცენტრი კუნძულზე ერთდაერთი იყო და მან Subaru-ს ახალ იმპორტირებთან კონკურენციას ვერ გაუძლო. მყიდველთა უმრავლესობა მათთან გადავიდა, შოუ რუმში კი გასაყიდი ავტომობილები დარჩა. ამასთან, როგორც ადგილობრივები ამბობენ, სალონის მფლობელი წლების წინ პერიოდულად ჩნდებოდა ხოლმე, ახლა კი ეს უფრო იშვიათად ხდება.

ყველაზე საინტერესო ავტომობილი Subaru XT გახლავთ, რომელიც 1985-1991 წლებში გამოდიოდა. ეს არის მარკის პირველი მოდელი, რომლის ძრავის მოცულობამაც ორ ლიტრს გადააჭარბა. ამიტომ, იაპონიაში ის მდიდრული ავტომობილების კატეგორიაში გადიოდა და უფრო მეტი გადასახადი იყო მისთვის დაწესებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები