LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელია 2024 წლის ყველაზე მძლავრი პასპორტი

139
567657

მსოფლიოს ყველაზე ძლიერი პასპორტების 2024 წლის რეიტინგში საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, სინგაპური და ესპანეთი ლიდერობენ. ასეთია სააგენტო Henley & Partners-ის ინდექსის უახლესი ანგარიში, რომელიც ყოველ წელს ახლდება.

წელს პირველ ადგილს ეს 6 ქვეყანა ინაწილებს და მათ მოქალაქეებს მსოფლიოს 194 ქვეყანაში შეუძლიათ უვიზოდ მოგზაურობა.

მეორე პოზიცია ფინეთმა და შვედეთმა სამხრეთ კორეასთან გაინაწილეს და ამ ქვეყნების მოქალაქეებს 193 ქვეყანაში აქვთ გზა ხსნილი. მესამე ადგილი ავსტრიამ, დანიამ, ირლანდიამ და ნიდერლანდებმა (192 ქვეყანა) დაიკავეს.

2024 წლის ყველაზე სუსტი პასპორტი ავღანეთს აღმოაჩნდა. ავღანელებს მსოფლიოს 28 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა და სიაში 104-ე ადგილს დასჯერდნენ.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა 50-ე ადგილზეა და უვიზოდ 121 ქვეყნის მონახულება შეგვიძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები