LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამქირავებელი კომპანია 20 ათას ელექტროქარს ყიდის და ტრადიციული აგრეგატის მქონე მანქანების ყიდვას აპირებს

138
electrocar

კომპანია Hertz თავისი ავტო პარკიდან დაახლოებით 20 ათას ელექტრომობილს ყიდის. ფირმის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ელემენტიანი მანქანები შიდა წვის ძრავაზე მომუშავე მოდელებით ჩაანაცვლოს. წარსულში გაქირავების კომპანია გეგმავდა, რომ ელექტროქარების ოდენობა წლის ბოლომდე 25%-ით გაეზარდა. შედეგად, ელექტროენერგიაზე გადასვლის გეგმების შეცვლით კომპანია მილიონობით დოლარს დაკარგავს.

Hertz-ში დააზუსტეს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი ექსპლუატაციისთვის საჭირო დიდი ხარჯები გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ელექტროქარების მომსახურება შიდა წვის ძრავის მქონე მანქანებზე იაფი ჯდება, „მწვანე“ ტრანსპორტის რემონტი ბევრად უფრო ძვირია. კომპანიამ ხარჯების შემცირება სცადა, რაც ელექტრომობილების მოხმარების შეზღუდვასა და აგრეგატების სიმძლავრის კლებაში გამოიხატა. თუმცა, ამ ნორმებმა რეალური შედეგი ვერ გამოიღო.

ავტოპარკის მოულოდნელი ცვლილების გამო Hertz-მა შესაძლოა 245 მილიონი დოლარი დაკარგოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები