დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში, რაც დადებითად აისახება ადამიანთა შორის ურთიერთგაგებაზე. ეს დრო ხელს უწყობს როგორც ბიზნესსაქმიანობას, ისე იდეების რეალიზაციას. პოზიტიური მუხტი ყველა დონეზე მატულობს და ყველა ზოდიაქოს ნიშანი ამ ტენდენციებს უდავოდ იგრძნობს.
ვერძი – ჯანმრთელობა მდგრადია, ენერგოტონუსი და იმუნიტეტი საკმაოდ მაღალია. ეს პერიოდი თქვენთვის კეთილსაიმედოა. სტაბილურობა მატულობს, შეგიძლიათ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახს და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. ურთიერთობები გაუმჯობესდება ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ახლობლებთან. სასიკეთო პერიოდია საყიდლებისთვის — როგორც სახლის ინტერიერის განახლებისთვის, ასევე სულიერი განახლებისთვის. შეგიძლიათ კომფორტული გარემო შექმნათ. მოსალოდნელია ახალი წინადადებების მიღება, ასევე რომანტიკული ურთიერთობების გაღრმავება.
კურო – საქმიანი თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული პერიოდია. კარიერული პერსპექტივა იზრდება. შესაძლოა, შემოგთავაზონ პერსპექტიული წინადადებები. ხელსაყრელი დროა საქმიანი და შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციისთვის.
შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან მოგიწიოთ შეხვედრა ძველ მეგობრებთან. ტურისტული მოგზაურობები სასიამოვნო შთაბეჭდილებებს მოიტანს. მოულოდნელმა მოვლენებმა შესაძლოა თქვენი მსოფლმხედველობა სასიკეთოდ შეცვალოს. მოსალოდნელია მრავალფეროვანი შეხვედრები და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება. აკონტროლეთ ახალი ინფორმაცია და მიაქციეთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობას.
ტყუპები – საინტერესო პერიოდი გელით. ხელს უწყობს აქტიურ მოქმედებასა და ინიციატივის გამოვლენას. შინაგანი განახლების დროა. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული კავშირები. ფინანსური მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს.
ჩნდება ახალი სურვილები, სიტუაციები სწრაფად ვითარდება. შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოთ ახალ პროექტებში. სასიკეთო ცვლილებების ფონზე მოგიწევთ სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება, რათა არ დაკარგოთ არსებული პერსპექტივები. მატულობს მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციაც.
კირჩხიბი – ახლა თქვენი დროა – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. სასიკეთო პერსპექტივა გელით. ეს არის სულიერი და ფიზიკური განახლების პერიოდი. ენერგია საკმარისზე მეტია და შესაძლებელია მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულება. ძლიერდება ოპტიმიზმი – ერთ-ერთი საუკეთესო ასტროლოგიური დროა წლის განმავლობაში. არ გაქვთ უფლება მოდუნებისა და პასიურობის. იყავით აქტიური. მოსალოდნელია ახალი იდეების ჩამოყალიბება, მათი რეალიზაცია, მრავალფეროვანი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.
გარშემომყოფთაც შეძლებთ დახმარებას, სხვებიც გვერდში დაგიდგებიან. იღბლიანი პერიოდია, შესაძლებელია ქორწინების თემაც აქტუალური გახდეს. მთლიანობაში, ერთ-ერთი საუკეთესო დროა თქვენს ცხოვრებაში, გამოიყენეთ აქტიურად.
ლომი – ნუ გადაიღლებით. დაასვენეთ თავი და მიეცით ორგანიზმს აღდგენის საშუალება. ეს ის პერიოდია, როდესაც კომუნიკაბელურობა მცირდება და ზოგადად განწყობაც. შესაძლოა, შეექმნათ გარკვეული შეფერხებები კონტაქტების ან პრობლემების გადაჭრის მიმართულებით.
შეიძლება აღმოჩნდეთ უჩვეულო, მაგრამ საინტერესო წინადადების ან ახალი სამსახურის დაწყების წინაშე.
ხელსაყრელი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად პარტნიორებთან ერთად, ასევე მოგზაურობისთვის. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა, რომელიც შემდგომში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ყურადღება მიაქციეთ ენერგოტონუსის შემცირებას – აუცილებელია ფიზიკური და ემოციური განტვირთვა.
ქალწული – საკმაოდ კარგი პერიოდია. აღინიშნება ფსიქოემოციური სტაბილურობა. ხართ დინამიკური, შრომისმოყვარე და ნებისყოფიანი. მატულობს თქვენი ავტორიტეტი კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან.
ეს დრო ხელს უწყობს თვითრეალიზაციას. შესაძლებელია რამდენიმე საინტერესო პროექტის ორგანიზება და განვითარება. ხელსაყრელია ახალი საქმის დაწყება, რომელიც თქვენს კარიერულ წინსვლასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.
მეგობრული კონტაქტები განახლდება. სიახლეები დადებითად აისახება თქვენზე და მრავალი შესაძლებლობის კარი გაიხსნება.
სასწორი – ვერ ვიტყვით, რომ ეს განსაკუთრებით აქტიური პერიოდია. ჯანმრთელობა შედარებით ნაკლებად მდგრადია, თუმცა პროფესიონალური წინსვლის, კარიერული განვითარების და საზოგადოებრივ სფეროში წარმატების მიღწევის თვალსაზრისით დრო საკმაოდ ხელსაყრელია.
მეტად მოუარეთ ჯანმრთელობას, რათა დროულად აღიდგინოთ დახარჯული ენერგია და არ გადაიღალოთ. ხელმძღვანელთა კეთილგანწყობა შესამჩნევი იქნება, რაც შესაძლოა ხელი შეუწყოს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას ან ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. შესაძლოა, დაიწყოთ ახალი სამსახური. ტენდენცია თქვენი სურვილების განხორციელებისკენ პოზიტიურია – იღბლიანობა მატულობს
მორიელი – ენერგოტონუსი მაღალია. ხართ აქტიური, ენერგიული, ლიდერული თვისებებით დაჯილდოებული, მებრძოლი და კარგი ორგანიზატორი. ხელსაყრელი პერიოდია მოგზაურობისა და საქმიანი კონტაქტების კუთხით. თუ გსურთ სწავლა ან ცოდნის გაღრმავება უცხოეთში – დრო შესაბამისია.
მნიშვნელოვანი შეხვედრები მოიტანს ახალ პერსპექტივებს და საინტერესო იდეებს, რაც სოციალურ დონეზე თქვენი აღმასვლის წინაპირობა გახდება.
პარტნიორები დაინტერესებული იქნებიან თქვენი ნიჭისა და უნარების გამოვლენით, რაც კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. მარტივად ჩაერთვებით ბიზნესგეგმებში, რომლებიც მომავალში წარმატების საფუძველი გახდება.
მშვილდოსანი – მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივა ნათლად ჩანს. ხელსაყრელი პერიოდია ფინანსური კუთხით. შესაძლებელია პერსპექტიული ხელშეკრულებების დადება, პარტნიორების დახმარება კი კარიერულ რეალიზაციაში შეგიწყობთ ხელს
თუმცა ჯანმრთელობა შედარებით არამდგრადია, ამიტომ ეცადეთ არ გადაიღალოთ – ორგანიზმს აღდგენისთვის დრო სჭირდება, რათა თქვენს შესაძლებლობებს სრულად გამოიყენოთ. სავარაუდოა ცვლილებები საცხოვრებელ გარემოში – შესაძლებელია ბინის შეცვლა ან სახლის კეთილმოწყობა. ზოგიერთ შემთხვევაში მოსალოდნელია ოჯახში მატება. მთლიანობაში, საინტერესო და გარდამტეხი პერიოდია.
თხის რქა – საკმაოდ წარმატებული პერიოდია. ენერგოტონუსი მაღალია, ხართ ორგანიზებული, დისციპლინირებული და მიზანსწრაფული.
მნიშვნელოვანია პარტნიორთა მხარდაჭერა – როგორც სასიყვარულო, ისე საქმიანი ურთიერთობების კუთხით.
ჰარმონიულ ურთიერთობებს შეუძლია თქვენს ცხოვრებაში სერიოზული წარმატება მოიტანოს. მოსალოდნელია მოულოდნელი და საინტერესო წინადადებები, რაც ხელს შეუწყობს როგორც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე თქვენი შემოქმედებითი უნარების ახალ ფორმატში წარმოჩენას.
მერწყული – ეს პერიოდი მოითხოვს ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. ენერგოტონუსი შედარებით მცირდება და ადვილად შეიძლება გადაიღალოთ. საჭიროა ორგანიზმს მისცეთ დასვენების და აღდგენის საშუალება, რათა შეძლოთ პროფესიული შესაძლებლობების სრულად რეალიზება.
საქმიანი თვალსაზრისით დრო კარგია – ამიტომ დასვენებული და ენერგიით სავსე სხეული იქნება თქვენი წარმატების გარანტი.
ახალი შთაბეჭდილებების მისაღებადაც შესაფერისი პერიოდია. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციაც იჩენს თავს. გაძლიერდება სხვების დახმარების სურვილი, რაც მორალურ კმაყოფილებას მოგიტანთ. კრეატიული და უშიშარი ხართ, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში თქვენი ავტორიტეტის ზრდას.
თევზები – პოზიტიური პერიოდი გაქვთ. ჯანმრთელობა მდგრადია. მაღალი ინტუიციის წყალობით სწორ არჩევანს გააკეთებთ. შესაძლოა, ოჯახში სასიამოვნო ცვლილებები მოხდეს – შეიცვალოს საყოფაცხოვრებო გარემო, შეიქმნას მეტი კომფორტი, ან გადახვიდეთ ახალ ბინაში. ახალი საცხოვრებლის ძებნისთვისაც შესაფერისი დროა. შეიძლება წარმატებით იმოქმედოთ რისკიანი სიტუაციებშიც – ახლა შეგიძლიათ სწრაფად და თავდაჯერებულად იმოქმედოთ, განსაკუთრებით საქმიანობის ახალ სფეროებში.
თქვენს გარშემო შეიძლება გამოჩნდნენ ქალბატონები, რომლებიც ხელს შეგიწყობენ როგორც სულიერი, ისე მატერიალური ტრანსფორმაციის პროცესში. ისინი დაგეხმარებიან თქვენი ნიჭის გამოვლენასა და ახალ ნაცნობებთან კავშირის დამყარებაში.
ზოგიერთ თქვენგანს ჩართვა შეუძლია სოციალურ პროექტებში, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის თქვენს საზოგადოებრივ ავტორიტეტს.
გეომაგნიტური დღეები: 2, 3, 4 ივლისი