LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს სახლში 700 ტარანტული ჰყავს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას მათ უმადლის

165
Screenshot 2024-01-19 113122

ბრიტანეთის მკვიდრმა გადაწყვიტა ფსიქიკური ჯანმრთელობა გაეუმჯობესებინა და ასობით ტარანტული იშვილა. უჩვეულო ისტორიის შესახებ Daily Mirror წერს.

36 წლის აარონ ფინიქსმა ობობების შეგროვება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა კაცს უთხრეს, რომ რაიმე ჰობის გაჩენა მას ემოციური და ფსიქიკური მდგომარეობის აღდგენაში დაეხმარებოდა, აარონმაც შხამიანი ტარანტულების კოლექციონერობა მოინდომა.

მოგვიანებით ამერიკელის გატაცება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ამჟამად აარონი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს და იმ ტარანტულების გადარჩენითაა დაკავებული, რომლებზეც ძველმა პატრონებმა უარი თქვეს.

მამაკაცს სახლში 700-ზე მეტი ობობა ჰყავს და მათთვის ცალკე ოთახი აქვს გამოყოფილი. აარონი საყვარელ ქალთან და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს და მისი გატაცების წინააღმდეგი არავინაა. როგორც მისი შეყვარებული ამბობს, ასეთი ჰობის მოსწონს, რადგან საყვარელ მამაკაცს ბევრად უფრო ბედნიერს ხედავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები