LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სურთ ქალებს?

29

ამ კითხვაზე პასუხი ყველა მამაკაცს აინტერესებს. მართლაც, რა სურთ მათ? სიყვარული თუ ფული? ავტომობილი თუ სეირნობა? ქალისთვის ძალიან რთულია მიიღონ გადაწყვეტილებები. კითხვაზე, რა სურთ მათ, პასუხი იმდენად დამაბნეველია, რომ უმჯობესია თუ საერთოდ არ კითხავთ. ძალიან ბევრი გამოკვლევა, თუ გამოკითხვა ტარდება ამ თემასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი პასუხი კითხვაზე რა სურთ ქალებს, არ არსებობს, გთავაზობთ გამოკითხვების შედეგად ყველაზე ხშირად დასახელებულ სურვილებს:

 

მამაკაცთან სიახლოვე

პირველ რიგში, მანდილოსნებს სიახლოვე სჭირდებათ. მათ სურთ იცოდნენ ყველაფერი, რაც ხდება მამაკაცის ტვინში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თქვენს გაკონტროლებას ცდილობს. თუკი თქვენი საყვარელი მანდილოსანი, საათში ერთხელ გირეკავთ, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ მას თქვენთან სიახლოვე სურს.  ამიტომ, ეცადეთ ყოველთვის მის გვერდით იყოთ, დანარჩენს ის თავად გიკარნახებთ.

უსაფრთხოების შეგრძნება

ქალბატონებს სურთ თქვენს გვერდით თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. ეს ის შეგრძნებაა, რომელიც მათ მუდამ აკლიათ. უსაფრთხოების გარეშე მათ ადვილად შეუძლიათ დაკარგონ საკუთარი თავი. მანდილოსნები კარგად ამჩნევენ ტრანსპორტიდან ჩამოსვლის დროს ხელი გაუწოდეთ თუ არა, მიეხმარებით თუ არა მას მძიმე ტვირთის გადატანაში და ა.შ. შესაბამისად, უსაფრთხოება და ზრუნვა, მათი ერთ-ერთი მთავარი სურვილია.

უნდა გრძნობდეს, რომ მამაკაცი მისი მადლიერია

მანდილოსანი უნდა გრძნობდეს, რომ მამაკაცი მისი მადლიერია. შესაბამისად ყურადღება, სითბო, ზრუნვა და დახმარება, თქვენს ქალბატონს ბედნიერს გახდის.  ხშირად უთხარით კომპლიმენტი, დაეხმარეთ მაშინ, როცა მას სჭირდება, მოუხადეთ მადლობა ფინჯანი ყავისა თუ ჩაისთვის და მუდამ გახსოვდეთ, რომ სწორედ ის გაბედნიერებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები