LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქალი-მძღოლი მოძრავი ავტომობილიდან ხტება

26

სოციალურ ქსელში ძალიან უცნაური ვიდეო ვრცელდება, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ გზაზე ძალიან ბევრი უცნაური რამ ხდება. მაგალითად წინ მიმავალი ავტომობილი, სრულიად უცაბედად შეიძლება მძღოლის გარეშე დარჩეს…

ინციდენტი კალიფორნიაში მოხდა. მოძრაობის დროს ქალბატონი-მძღოლი პირდაპირ მოძრავი ავტომობილიდან ხტება და მშვიდად აგრძელებს გზას ფეხით. მარტო დარჩენილი ავტომობილი კი, საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლს უერთდება და ეჯახება „CRV-სა და Navigator”-ს.

 

ცნობილი გახდა, რომ ავტომობილს 22 წლის ჟასმინ ლეისი მართავდა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სამართალდამცავებმა ჟასმინი დააკავეს. თუმცა მალევე, არასაკმარისი სამხილის გამო, გაანთავისუფლეს და შინაპატიმრობა მიუსაჯეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები