2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი ფინიშის ხაზს მიუახლოვდა და გადამწყვეტი ბრძოლების დრო დადგა. წუხელ რამდენიმე ჯგუფში გაიმართა თამაშები და ევრო-2016-ს ახალი გუნდებიც დაემატნენ: ერთი კრისტიანო რონალდოს პორტუგალიაა და მეორე დებიუტანტი ჩრდილოეთ ირლანდია.
ჩვენს შესარჩევ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა. სიტუაცია გერმანიამ ჩახლართა, რომელმაც დუბლინში წააგო. ამის გამო მსოფლიო ჩემპიონი ბოლო ტურში საქართველოს გაბრაზებული დაუხვდება, თუმცა ფინალური ეტაპის საგზურისთვის ფრეც ყოფნის.
ირლანდიამ გერმანიას 1:0 მოუგო შეინ ლონგის გოლით.
ჯგუფის მეორე თამაშში შოტლანდიამ და პოლონეთთან ქულები გაიყვეს – 2:2.
პოლონეთს მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გადაურჩინა ქულა (დუბლი გაიფორმა) და ამით სქოთებმა ყველანაირი შანსი დაკარგეს.
ახლა გერმანიას 19 ქულა აქვს, 18-18 მოუგროვდათ პოლონეთს და ირლანდიას.
ბოლო ტური კი ასეთია:
გერმანია-საქართველო; პოლონეთი-ირლანდია; გიბრალტარი-შოტლანდია
–
პორტუგალიის ნაკრებმა შინ 1:0 დაამარცხა დანია და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. ეს ერთადერთი გოლი ჟოაო მოუტინიომ გაიტანა 66-ე წუთზე.
დანიას იმით გაუმართლდა, რომ ალბანეთმა შინ სერბეთთან 0:2 წააგო.
პორტუგალია პირველი ადგილით გავიდა. მეორე ადგილის ბედი ერევანში გაირკვევა – თუ ალბანეთი სომხეთს მოუგებს, საგზურს ეს გუნდი მოიპოვებს, სხვა შემთხვევაში კი ევრო 2016-ზე დანია ითამაშებს. პლეი ოფი კი ორივეს გარანტირებული აქვს.
დანია 12 ქულა აქვს, ალბანეთს – 11 ქულა.
ბოლო ტური:
სომხეთი-ალბანეთი; სერბეთი-პორტუგალია.
–
ჩრდილოეთ ირლანდიამ საბერძნეთს უმასპინძლა, 3:1 მოიგო და პირველად ითამაშებს ევროპის პირველობაზე.
ფარერების ნაკრებმა კიდევ ერთი კარგი მატჩი ჩაატარა, თუმცა მაინც წააგო ბოლოს უნგრეთთან – 1:2. მნიშვნელოვან მატჩში რუმინელებმა ფინეთს უმასპინძლებს და წაგებას ბოლო წუთზე გატანილი გოლით გადაურჩნენ – 1:1.
მეორე საგზურს სწორედ უნგრეთი ან რუმინეთი მოიპოვებს, მესამე ადგილზე დარჩენილი კი პლეი ოფში გადავა.
ამ წუთისთვის რუმინეთს 17 ქულა აქვს, უნგრეთს – 16.
ბოლო ტური: ფარერები-რუმინეთი; ფინეთი-ჩრდილოეთი ირლანდია; საბერძნეთი-უნგრეთი.