LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში ბავშვებს ვოლდემორს ვეღარ დაარქმევენ

162
f5bbdd98d40d9cd7443940c2e817e603

ფინელი მშობლები ამიერიდან ვეღარ შეძლებენ, რომ შვილს სახელად ვოლდემორი დაარქვან. ასეთი გადაწყვეტილება სახელების დამტკიცების კომისიამ მიიღო, ეს არის ორგანო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მუშაობს. სიახლის შესახებ Turkmen portal წერს.

აკრძალვა შეეხო ასევე ისეთ სახელებს როგორიცაა – სენატორი, ტეფლონი, იესო, ელდორადო, Yes (დიახ) და სხვები.

ფინეთში სახელებისა და გვარების შესახებ კანონი მოქმედებს. საქმე ისაა, რომ შერჩეული ვარიანტი ბავშვისთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს და მომავალში პრობლემები არ უნდა შეუქმნას. შესაბამისად, შვილისთვის მაგიდის, ველოსიპედის ან მოტოციკლის დარქმევაც არ გამოვა (აკრძალულ სახელთა სიაში ეს სიტყვებიც მოხვდა).

გარდა ამისა, გოგონებისთვის მამაკაცების სახელების შერჩევა არ შეიძლება და არც პირიქითაა დაშვებული. სახელი გვარსაც არ უნდა ჰგავდეს. თუმცა, ერთადერთი გამონაკლისი დაიშვება იმ ხალხისთვის ვისაც უცხოური წარმომავლობა აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები