LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი გაიხსნა

112
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ფინეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი გაიხსნა, რომლის სიგრძე 1.2 კილომეტრია. ხიდმა ჰელსინკის ცენტრი მის შორეულ უბანს – კრუუნუვუორენრანტას დაუკავშირა. გადაადგილება აქ მხოლოდ ქვეითებისთვის, ველოსიპედისტებისთვის და ტრამვაისთვისაა დაშვებული, ავტომობილები აკრძალულია. 

კონსტრუქციას სახელიც დაარქვეს – Kruunuvuorensilta, რაც ითარგმნება როგორც „გვირგვინიანი მთის ხიდი“. თუმცა პროექტის დასრულებამდე ინჟინრებს მნიშვნელოვანი ტექნიკური პრობლემა უნდა გადაეჭრათ – ხიდი “ჩუმად” უნდა ყოფილიყო.

საქმე ისაა, რომ ეს მასშტაბური კონსტრუქცია გადის ღია საზღვაო ყურეზე, სადაც ძლიერი ქარი ხშირად უბერავს. მშენებლობის საწყის ეტაპზე ხიდი მკვეთრ, შემაწუხებელ ხმას გამოსცემდა – ქარის ნაკადები მოაჯირებზე მოხვედრისას რეზონანსს იწვევდა. ეს ხმაური არა მხოლოდ დასაშვებ ნორმებს აღემატებოდა, არამედ საფრთხეს უქმნიდა როგორც თავად კონსტრუქციას, ისე ქვეითებსა და ტრამვაის მოძრაობას. პრობლემის გადასაჭრელად ინჟინრებმა მოაჯირები აამაღლეს და გაამაგრეს, რაზედაც თითქმის ერთი წელი დაიხარჯა.

ხიდის აშენებამდე კრუუნუვუორენრანტა, რომელიც ერთ-ერთ კუნძულზე მდებარეობს, ჰელსინკის ყველაზე იზოლირებულ უბნად ითვლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირი მანძილი ქალაქის ცენტრამდე მხოლოდ სამი კილომეტრია, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა.

ახალი ხიდი მგზავრებისთვის გზას თითქმის ორჯერ ამცირებს, თუ ადრე ცენტრამდე მისასვლელად ერთ საათზე მეტი იყო საჭირო, ახლა ეს დრო ნახევარ საათზე ნაკლებია. უახლოეს პერიოდში ხიდზე ტრამვაის მოძრაობაც დაიწყება, რაც კუნძულის მოსახლეობას სრულფასოვნად მისცემს ქალაქის სატრანსპორტო სისტემით სარგებლობის შესაძლებლობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები