LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთმა ბავშვების დასახმარებლად მსოფლიო დაამარცხა

21

ბრიტანეთისა და ირლანდიის ერთიანმა გუნდმა და მსოფლიოს ნაკრებმა საქველმოქმედო მატჩი ითამაშეს, რომელიც UNICEF-ის ეგიდით ჩატარდა და საიდანაც შემოსული თანხა ბავშვებს მოხმარდებათ. შეხვედრა თამაშის ერთ-ერთი მოთავის დევიდ ბექჰმისთვის მშობლიურ და საყვარელ მანჩესტერის „ოლდ ტრაფორდზე“ გაიმართა და მასში უამრავმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა.

ბრიტანელთა მხარეს თამაშობდნენ: დევიდ ჯეიმსი, დევიდ სიმენი, სოლ კემპბელი, ფილ ნევილი, ჯეიმი კარაგერი, ეშლი კოული, ჯონ ტერი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, ალან სმიტი, პიტერ კრაუჩი, მაიკლ ოუენი, დევიდ ბექჰემი.
ბრიტანელთა მწვრთნელი რაღა თქმა უნდა ალექს ფერგიუსონი იყო.

მისი ვიზავი კარლო ანჩელოტი გახლდათ, რომლის მსოფლიო გუნდში გამოვიდნენ: ედვინ ვან დერ საარი, ედ დე გუი, კაფუ, ფერნანდო იერო, სილვესტრი, ფერნანდო კოუტუ, პარკი, რობერ პირესი, ლუიშ ფიგუ, დუაიტ იორკი, პატრიკ კლუივერტი, ლენდონ დონოვანი, რონალდინიო.

სამწუხაროდ, გარკვეულ მიზეზთა გამო მატჩში სხვა დიდმა ვარსკვლავებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, რომელთა შორის იყო ფრანგი ზინედინ ზიდანი, რომელიც მსოფლიოს ნაკრების კაპიტანი უნდა ყოფილიყო. ასევე არ იყვნენ წინასწარ დაანონსებული ბალაკი, კანავარო, ნესტა, ვიეირა, სულშერი და ა.შ.

წვიმიან ამინდში თამაში და განსაკუთრებით მეორე ტაიმი ძალიან კარგი სანახავი გამოვიდა, ტემპი არ დავარდნილა, ბურთი ცენტრში არ ჩერდებოდა და სახიფათო ეპიზოდები ორივე კართან ხშირად იქმნებოდა. სიურპრიზი შედგა 75-ე წუთზე, როდესაც დევიდ ბექჰემი მოედნიდან გავიდა და მის ნაცვლად შევიდა… ბრუკლინ ბექჰემი, დევიდის 16 წლის ვაჟი. 5-6 წუთის შემდეგ დევიდი მოედანს დაუბრუნდა და მამა-შვილმა ერთად იბურთავეს.
საბოლოო ჯამში, მასპინძელმა ბრიტანელებმა მოიგეს – 3:1. პირველ ტაიმში გოლი სქოულზმა გაიტანა. მეორე ნახევარში მისი პასით ოუენმა ორამდე გაზარდა ანგარიში. შემდეგ ერთი ბურთი იორკმა გაქვითა, საბოლოო წერტილი კი მეკარე დე გუის შეცდომის შედეგად კვლავ ოუენმა დასვა.

 

2E70B67100000578-0-image-a-47_1447514314338

CTyTnFsUYAASArz

CTyUfzyUsAExpLq_1447519380

gosal_3500944b

CTya_uuU8AAZdNS

Unicef-charity-match-for-children-Match-Gallery (1)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები