ბრიტანულმა საბუქმეკერო კანტორებმა მკვეთრად დააგდეს „ბარსელონას“ არგენტინელი მესიის ლეო მესის ლონდონის „არსენალში“ გადასვლის კოეფიციენტები. სულ რაღაც ერთი კვირის წინ 28 წლის საოცრების „მეთოფეებში“ გადასვლის ალბათობას 17.0 კოეფიციენტით თავაზობდნენ. ამ დღეებში კი ფსონი თითქმის სამჯერ დაიწია და ლეოს “არსენალის“ ფორმაში ხილვა 6.0-თან ფასდება.