LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ მოიგებს ახალგაზრდულ ევროს: რა ანგარიშს ელოდებიან საქართველო-ისრაელის მატჩში – კოეფიციენტები

123
kjr_8096

ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე პლეი-ოფის ჯერიც მოვიდა. სასიხარულოა, რომ 8 საუკეთესო გუნდში საქართველოს ნაკრებიცაა. მეტიც, ჯგუფური ეტაპის მატჩებისგან განსხვავებით, ¼ ფინალში სწორედ ჩვენი გუნდი მიიჩნევა ფავორიტად ისრაელთან დაპირისპირებაში.

სხვადასხვა საბუქმექერო კანტორები განსხვავებულ კოეფიციენტებს გვთავაზობენ ჩემპიონობაზე, მაგრამ ლოგიკურია დიდი განსხვავებაც ვერ იქნება. ერთადერთი ის არის, ვერ გარკვეულან მთავარ ფავორიტად ესპანეთი მიიჩნიონ თუ ინგლისი.

Whoscored-მა ასე გამოთვალა:

ინგლისი – 3.85
ესპანეთი – 3.9
საფრანგეთი- 4.2
პორტუგალია – 7.0
საქართველო – 12.7
უკრაინა – 15.0
შვეიცარია – 19.4
ისრაელი – 21.3

Goal.com-ის სამი მთავარი ფავორიტია:

ესპანეთი – 10/3
ინგლისი 9/2
საფრანგეთი 4/1

მთავარი სამეული არც bettingodds-სთვის იცვლება:

ინგლისი – 10/3
ესპანეთი – 3/1
საფრანგეთი – 7/2
პორტუგალია – 8/1
საქართველო – 20/1
უკრაინა – 16/1
შვეიცარია – 50/1
ისრაელი – 22/1

მონაცემები განაახლა ცნობილმა კანტორა squawka-მა:

ინგლისი – 9/4
ესპანეთი – 3/1
საფრანგეთი – 7/2
პორტუგალია – 13/2
საქართველო – 10/1

მოკლედ, საჩემპიონო რბოლაში ფავორიტები გამოკვეთილია.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მატჩს ისრაელთან. აქ ფავორიტები ჩვენ ვართ: საქართველოს მოგება ფასდება 2.1 კოეფიციენტად; ფრე და ისრაელის მოგება ერთნაირადაა – 3.4

რაც შეეხება ანგარიშს, ყველაზე მეტად ელიან 1:0-ს ჩვენს სასარგებლოდ.

ბარემ სხვა ¼ ფინალური წყვილებიც:

ესპანეთი – შვეიცარია 1.5 – 4.0 – 5.5
ინგლისი – პორტუგალია – 2.0 – 3.4 – 3.75
საფრანგეთი – უკრაინა 1.62 – 4.0 – 5.0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები